Sunday, September 15, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა


  1.  პროექტის სახელწოდება :ვისაუბროთ წმინდა  ქართულად 
  2. პროექტის მთავარი თემა:დავიცვათ  ქართული ენის სიწმინდე
  3. პროექტის აქტუალობა; დღეს ეს ძალიან აქტუალური თემაა რადგან  ქართული თენაგადაიტვირთა უცხო ენიდან შემოსული სიტყვებით:რომელთა  შესატყვისი სიტყვები ქართულ ენაში არსებობს,საზოგადოების ნაწილი ხშირად მეტყველებს დამახინჯებულად
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები დაეუფლებიან სწორი ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურის დაცვას, ინფორმაციების მოპოვებას სწორი მეტყველების მნიშვნელობაზე. ჩამოუყალიბდეთ სალიტერატურო ქართულით მეტყველებისა და წერის, ინფორმაციის დამოუკიდებლად ძიების უნარი.
  5. მოსწავლეთა ასაკი: 11-14 წელი
  6. ვადები: ერთი თვე.
  7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი ილაპარაკონ სწორად, შეუსწორონ სხვებს(ოჯახში,კლასში,საზოგადოებაში) არასწორად წარმოთქმული სიტყვები და სხვა.
  8. პროდუქტისათვის საჭირო ძირითადინრესურსები: ფერადი ფურცლები,ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, წიგნები: ქართული მართლწერა და მართლმეტყველება, ქართული ენის სახელმძღვანელო, სამუსაო რვეული, ბროშურები სწორი ქართულით საუბრისა და წერის შესახებ, ტექსტები: რომელია სწორი ფორმა და სხვა. ჩამწერი ან ტელეფონი,კომპიუტერი ...
  9. პროექტის მსვლელობა: მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა. 
  I ჯგუფი- დიალექტების, ბარბარიზმების შემკრები ჯგ.
  II ჯგუფი- ჟურნალისტთა ჯგ.( მასალებს წარნმოადგენენ)
  III ჯგუფი-ექპერტთა ჯგ.
  IV ჯგუფი-შემფასებელთა ჯგ.
   10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთაბ კავშირი: XIX ს-ის 60-იან წლებში ძვ. და ახალი თაობის ბრძოლა ენის სიწმინდის დაცვის შესახებ.კავშირი ისტორიასთანნ და გეოგრაფიასთან.

   11. პროექტის ხელმძღვანელი: ასმათ ჭკადუა
   12. ხელმძვანელის ელ.ფოსტა: asmatchkadua@gmail.com
   13. პროექტის ვებ.გვერდი(ბლოგი): asmatchkadua.blogspot.com